წარდგენის შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანიამ დაიკავოს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანიამ დაიკავოს.

არსებული ინფორმაციით მმართველი გუნდი ცესკო-ს ხელმძღვანელის პოსტზე, წარდგენის შემთხვევაში, თამარ ჟვანიას კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს.

„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს. კანონის მიხედვით, პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სამ კანდიდატურას ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ პარლამენტს წარუდგენს. თავმჯდომარეს პარლამენტი ამტკიცებს.

თამარ ჟვანიას ცესკო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება 11 სექტემბერს ამოეწურა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია და პოზიცია შს მინისტრის პარლამენტში მისვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,ველით განმარტებებს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია”