ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყველა ტიპის ძალადობას მკაცრად გმობს და დემოკრატიულ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან შეხხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ძალიან გულწრფელი და ნაყოფიერი ვიზიტი იყო. ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ყველა აქტორთან მუშაობდა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში. პირადულ საუბრებში, რასაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვაკვირდებით, ვნახეთ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგები. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მუშაობის. ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, შს მინისტრთან. წამოვჭერით ყველა საკითხი, ჩვენ წამოვჭერით დიალოგის ნაკლებობის საკითხი, ბოიკოტის, ძალადობის. ეს ორგანიზაცია ყველა ტიპის ძალადობას გმობს. დემოკრატიულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ამ დიალოგის ნაკლებობის საკითხი წამოვჭერით პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე ოპოზიციასთან“,_ განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.















