წამლების სააგენტო საკუთარი თანამშრომლის აზრს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირზე არ იზიარებს

ევროპის წამლების სააგენტო (EMA) აცხადებს, რომ “ასტრა-ზენეკასა” და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირი არ არსებობს – სააგენტომ ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღავნელმა მარკო კავალერიმ იტალიურ Il Messaggero-სთან თქვა: “ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხადია ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი… მაგრამ ჩვენ ჯერაც არ ვიცით რა განაპირობებს ამ რეაქციას” – “გარდიანი” წერს.

“ჩემი აზრით, ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია ამის თქმა, აშკარაა ვაქცინასთან კავშირი. მაგრამ რა იწვევს ასეთ რეაქციას ჩვენ ჯერ არ ვიცით. ცერებრალური თრომბოზები არასრული თრობმოციტებით ძირითადი ფაქტორია, რომელიც კვლევებს საჭიროებს. უახლოეს რამდენიმე საათში ჩვენ ვიტყვით, რომ კავშირი არსებობს, მაგრამ გასარკვევი გვრჩება როგორ ხდება ეს” – სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ Il Messaggero – სთან ინტერვიუში თქვა.

banner
წინა სტატიაში“ასტრა-ზენეკასა” და თრომბს შორის კავშირი დადასტურდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: პირველი განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული – ეპიდსიტუაცია უარესდება