წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია პროტასევიჩის სახეზე ძალადობის კვალზე საუბრობს

წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია პროტასევიჩის სახეზე ძალადობის კვალზე საუბრობს

არასამთავრობო “საერთაშორისო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა.

“პროტასევიჩის სახეზე ცემის კვალი აშკარად ჩანდა”. “ადვოკატის ან ოჯახის წევრის დაშვების გარეშე თავისუფლების აღკვეთა დროა, როცა ადამიანები წამების ან სასტიკი მოქცევის მაღალი რისკის ქვეშ არიან” – ორგანიზაციის “ტვიტერზე” გავრცელდა.

დღესვე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერის რომან პროტასევიჩის ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომელიც მისი დაკავების შემდეგ არის გადაღებული, შეშფოთებულია ჩანაწერით. “ვიდეო რომან პროტასევიჩთან, ღრმა შეშფოთებას იწვევს. როგორც ჟურნალისტი და თავისუფალი სიტყვის მომხრე, მისი დაუყოვნებელი განთავისუფლებისკენ მოგიწოდებთ. ბელორუსის მოქმედებებს შედეგები ექნება” – ამის შესახებ ჯონსონმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.

ბელორუსის სახელმწიფოებრივ არხზე აჩვენეს ვიდეო, სადაც დაკავებული ჟურნალისტი ამბობს, რომ “დედაქალაქში მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის ჩვენებებს აძლევს”.

ვიდეოში პროტასევიჩი ამბობს, რომ მინსკის N1 იზოლატორში იმყოფება და მას ყველანაირი კანონის დაცვით ექცევიან. დაკავებულის მამა დმიტრი პროტასევიჩი ამბობს, რომ საკუთარი შვილის “”აღიარება” გააანალიზა და თვლის, რომ მისი შვილი ნაცემია, მისი მოქმედებები კი არაბუნებრივი – ამის შესახებ უკრაინული eurointegration-ი წერს.

banner
წინა სტატიაში16 ივნისს პუტინთან შეხვედრისას ბაიდენი ბელორუსის თემაზეც ისაუბრებს
შემდეგი სტატიასალომე ბარკერი გოლეთიანს: მე არ მოვსულვარ თქვენ “გამოსასწორებლად”