წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნატოვსკიმ კომიტეტის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ 28-ე ყოველწლიურ ანგარიშთან
დაკავშირებით მედიაში ისაუბრა.
დაკავებულების პოლიციის დაწესებულებებში განთავსების ცენტრალიზირებულ სისტემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მიკოლა გნატოვსკიმ განაცხადა,
რომ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ძალზედ იშვიათად ხდება ცალკეული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ხაზგასმით არის ნახსენები
საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ
მიმართულებით.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაკავებულთათვის არსებობს განთავსების
სპეციალური ადგილები (დროებითი მოთავსების იზოლატორები). დადებითად აღსანიშნავია, რომ იზოლატორებში დაკავებულთათვის ჰყავთ სპეციალიზებული
ოფიცრები, ნეიტრალური პირები, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტურად გამოვლენისთვის, ასევე
დაკავებულთათვის კანონით გარანტირებული უფლებების დაცულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მარტივად აქვთ წვდომა ექიმებზე და ყველა
დაკავებული გადის სამედიცინო შემოწმებას,” – აღნიშნავს მიკოლა გნატოვსკი.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს
შემდეგი სტატიაპუტინი მზადაა, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკრაინის ყველა მოქალაქეს მისცეს