წამალი არ გაქვთ? დაამშვიდეთ – ღარიბაშვილის გამოსვლა ხმაურით დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენება ხმაურით დაიწყო. მიღწევებზე ალაპარაკებულ პრემიერს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ შეაწყვეტინა გამოსვლა. მან დარბაზიდან გააპროტესტა ღარიბაშვილის განცხადება და დაინტერესდა, რა მიღწევებზე საუბრობდა – “წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ დაამშვიდეთ…ექიმს ხომ არ დავუძახოთ? გეტყვით ყველაფერს, თქვენც და ყველას” – მიმართა ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან დეკანოიძეს.

დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისა და გაჩუმებისკენ, მისცა შენიშვნა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

ღარიბაშვილმა თავის გამოსვლა ევროკომისიის დასკვნაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ.

ამის შემდეგ კი პირდაპირ “9 წელზე” საუბარი დაიწყო.

წინა სტატიაშიპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო
შემდეგი სტატიაკუბილიუსი და ფოტიგა ლობირებდნენ ევროპარლამენტის ღირსებამოკლებულ რეზოლუციას – კობახიძე