წალკის რაიონში სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

წალკის რაიონში სროლის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა ერთი კი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ორი პირი.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორე დაკავებულის მიმართ კი, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : მე ობიექტურად არ მიმაჩნია კრიტიკის საგნად ლევან იზორიას კანდიდატურა