წალკაში მოკლულის ოჯახის თქმით, ინციდენტში წალკის მოქმედი საკრებულოს დეპუტატი სამსონ თამარიანი მონაწილეობდა

policia

წალკის რაიონში მოკლულის ოჯახის თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა წალკის მოქმედი საკრებულოს დეპუტატი სამსონ თამარიანი. ოჯახი თამარიანის დაკავებას ითხოვს.

გარდაცვლილია 23 წლის მამაკაცი, რომელიც პარლამენტის ყოფილი დეპუტატის აიკ მენტონიანის შვილია. ასევე დაშავებულია მისი 15 წლის ვაჟი, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მას მანქანა დაეჯახა.

ოჯახის წევრები ასევე ითხოვენ აიკ მენტონიანის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ ის შემთხვევის დროს თავს იცავდა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი.

ინფორმაციას “მოამბე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგოძიაშვილის I ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მალე დასრულდება
შემდეგი სტატიაწალკაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია