როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, “ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის მერობის კანდიდატად უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ბობოხიას კანდიდატურა განიხილება.
„თაიმერს” „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, რომ განიხილება რამდენიმე კანდიდატი. კითხვაზე – არის თუ არა მათ შორის დავით ბობოხია, გვიპასუხეს, რომ კანდიდატების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. “თაიმერის”ინფორმაციით, მერობის კანდიდატად რამდენიმე ადგილობრივი ბიზნესმენიც განიხილება.
“თაიმერთან” საუბარში დავით ბობოხიამ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც ურყო.