წალენჯიხის მერიაში მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობა მუშაობას შეუდგა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში,  მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.  საბჭო განახლებული შემადგენლობით მუშაობას შეუდგა.

მრჩეველთა საბჭოს განსახილველად ბიუჯეტის პროექტი წარედგინა, რომელიც საბჭოს წევრებს პირად მეილებზე გადაეგზავნათ.

როგორც გიორგი ხარჩილავამ განაცხადა, კვირის განმავლობაში საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რათა მომზადდეს ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია და 10 დეკემბრამდე საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს.

მრჩეველთა საბჭო  საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე,ე“ და „ე.ვ.“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 86 მუხლის, „საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი“-ს 52-ე, 53-ე, 54-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად დამტკიცდა.

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ქვეყანაში „ომიკრონი“ იწყებს გავრცელებას
შემდეგი სტატიარატომ უნდა მიმართოთ ექიმს კოვიდინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში – ცერცვაძის განმარტება