„წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიაში“ თქვენი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ – გია ხარჩილავას წერილი სალომე ზურაბიშვილს

“მივიღე თქვენი მოლოცვა და ყურადღებით გავეცანი თქვენს წერილს,რომელიც ერთგვარი გზამკვლევია საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისათვის.
გაცნობებთ, რომ 26 ნოემბერს წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში საზოგადოების,არასამთავრობო სექტორის,ახალარჩეული საკრებულოს,მერიის,მედიის წინაშე შედგა პრეზენტაცია “წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიისა”,როგორც დოკუმენტისა,სადაც მკაფიოდაა გაწერილი გზა ეფექტური თვითმმართველობისკენ,მოქალაქეთა რეალური ჩართულობისკენ,გამჭვირვალე მართვისკენ,ტექნიკური მოდერნიზაციისკენ და თვითმმართველ ერთეულთა შორის გამოცდილების გაზიარებისკენ.
“ქარტიის” მექანიზმად განსაზღვრულია არჩევითი “წალენჯიხის საზოგადოებრივი დარბაზი”,ხოლო მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობისთვის-პლებისციტი,როგორც პირდაპირი დემოკრატიის გზა.
წალენჯიხის მერის ბრძანებით ამოქმედებული “წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტია”უზრუნველყოფს მოქალაქეს,როგორც პარტნიორს,რისი აუცილებლობაც ასე ნათლად იყო წარმოჩენილი თქვენს წერილში და რაც,წალენჯიხის,და ზოგადად,ქართულ სინამდვილეში,პირველად იწყებს განხორციელებას.
აღნიშნულ პრეზენტაციაზე თქვენი წერილი პირადად გავაცანი საზოგადოებას და გამოვხატე სრული მზადყოფნა წერილში ასახული იდეალების ერთგულების გზით ეფექტური თვითმმართველობის განვითარებისთვის საბოლოოდ არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში,არამედ,წალენჯიხის მაგალითზე, მთლიანად საქართველოში.
უახლოეს პერიოდში მოხდება “ქარტიის”პრეზენტაცია თბილისში,გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის და ძალიან შედეგიანი იქნება თქვენი ჩართულობა ამ მართლაც მნიშვნელოვან,მოქალაქეზე ორიენტირებულ,დეცენტრალიზაციის პროცესში.
ვფიქრობ,რომ საქართველოს პრეზიდენტის,როგორც ინსტიტუციის,პატრონაჟი გახდება რეალური შესაძლებლობა საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისათვის.”

პატივისცემით: გიორგი ხარჩილავა

banner
წინა სტატიაში„სამართლიანი არჩევნები“ – ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა
შემდეგი სტატიახვიჩია: მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის გადასახადიც გადამიხდია