12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

წალენჯიხის სოფელ საჩინოში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. 

როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,  ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტის აშენებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების უზრუნველსაყოფად ადგილზე დროებითი სათადარიგო ხიდი ეწყობა. ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლამდე ადგილობრივები გადაადგილებას მსუბუქი ავტომობილებით აღნიშნული დროებითი ხიდით შეძლებენ.

საჩინოს გზაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამოწმეს.

banner
წინა სტატიაში“30 ათასზე მეტი სანქცია დაწესდა, თუმცა რუსეთმა სუვერენიტეტი გაამყარა”-პუტინი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ბარამიძემ უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რაც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლისსამართლებრივ დევნას