წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსხალეობა უგზოობას აპროტესტებს

წალენჯიხის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობა უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა მესტიისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

სოფელი ჭალეს თემშია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია გზა არ აქვთ, რის გამოც სოფელში ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანა, ბავშვები ვერ მიჰყავთ სკოლაში, რადგან მიკროავტობუსს გადაადგილება უჭირთ. სოფელში არ აქვთ სასმელი წყალიც. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მერი და მისი მოადგილე. მერი განმარტავს, რომ გზა ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონული ფონდიდან უნდა გააკეთოს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მთავრობა პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

ოპოზიციური მერია ხალხისკენ, “ოპოზიცია” – ხელისუფლებისკენ: რა მოხდა წალენჯიხის საკრებულოში?

 

banner
წინა სტატიაშიდღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ლიკვიდირებულია 340-ზე მეტი ოკუპანტი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ფარული საგარეო ინტერვენცია წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის, მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას