წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს ოჭანესა და ჯგალში ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ.

სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, აქ მცხოვრები მოსახლეობისათვის, რამეთუ ჯანსაღი თაობა არის ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი-აცხადებს სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია. მისი თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში იყვნენ.

უახლოეს დღეებში გაიხსნება ასევე 60 ბავშვზე გათვლილი მიქავას საბავშვო ბაღი. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება-აცხადებს “თაიმერთან” ნატო კვარცხელია.

პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში ინტენსიურად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კაკაურიძე : წელს შემოსავალი დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა
შემდეგი სტატიაათენშინ ქართველი ემიგრანტი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სასტიკად სცემეს