წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით ისევ გადაიდო

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით ისევ გადაიდო.სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებდნენ, თუმცა მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს. შექმნილი გაურკვევლობის გამო, სხდომა 1 კვირით გადაიდო.

https://youtu.be/XiqojF_ISH8

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან. საკრებულოს წევრის როზა ჩანგელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” გახარიას პარტიის წევრებს აშანტაჟებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წევრიან საკრებულოში არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ ჰყავს. „ქართულ ოცნებას“ 11 მანდატი აქვს, ამდენივე – „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „საქართველოსთვის“ – 3, „ლელოს“ – 1, ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელიც გახარიას პარტიას რამდენიმე თვის წინ გამოეყო.

https://youtu.be/1V_p63CD6tE

 

შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხაში ყველა პროექტი შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიამერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს – გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს