წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ახალშობილი დედამ სავარაუდოდ საპირფარეში ჩააგდო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გარდაცვლილი ახალშობილი საპირფარეშოში იპოვეს.

როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდა ქალმა სახლში იმშობიარია და ჩვილი სავარაუდოდ საპირფარეშოში ჩააგდო. არსებული ცნობებით, ქალს სამი შვილი ჰყავს, მეუღლე კი, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.

ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარი შსს-ში დაადასტურეს და განმარტეს, რომ გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დედის მიერ ახალშობოლის მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ყველაზე მწვავე მის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებია”
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებენ