წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ

4 იანვარს, ღამის საათებში, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრამვირებული, მომაკვდავი ძაღლი იმყოფებოდა.

ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა. მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და ვეტექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული აქვთ.

banner
წინა სტატიაშისუსმა აჰმედ ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს