„ქოცები“ რომ ხალხის მტრები არიან, ეს ახალი აღარავისთვისაა. ისიც დადასტურებულია, რომ ხელისუფლება ჩასაფრებულია და ყველაფერს, რაც ხალხისთვის კეთდება, ატრიზავებს. უფრო მეტიც, „ქოცნება“ სტიქიურ მოვლენებსაც პოლიტიკურ ელფერს აძლევს.
ასე მოხდა ახლაც, როცა წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ჰოდა, „ქოცებსაც“ მეტი რაღა უნდოდათ, ერთი ამბავი ატეხეს, ხალხი ცუდ სიტუაციაშია, მაგრამ წალენჯიხის მერი და მისი მოადგილეები ხალხთან არ მიდიანო. ეს რომ იმთავითვე „მამალი ტყუილი“ იყო, მოსახლეობა უმალ მიხვდა, რადგან მას მერე, რაც წალენჯიხას ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა ჰყავს, ხალხმა ამოისუნთქა – ხარჩილავასა და მისი გარემოცვის დახმარებით, მოსახლეობისთვის ბევრი რამე გაკეთდა.
ეს „ქოცებს“ რა თქმა უნდა, არ მოსწონთ და, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „ნაკერავზე სკდებიან“.
ისე, სტიქიური მოვლენები მაშინაც იყო, როცა წალენჯიხა „ოცნება“ მართავდა, მაგრამ მაშინ ასეთი გრძელი ენა არ ჰქონიათ და იგივე სტიქიისგან დაზრალებულებიც სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ხოლმე.
ამას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სოფელ ჩქვალერში მერის წარმომადგენლის ასისტენტის ნინო მჭედლიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარიც მოწმობს:
„რატომ ისინი არ არიან ან არ იყვნენ ვალდებულნი მაშინ როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც როცა ,საკრებულოში სხედან იზრუნონ ხალხზე? რამდენიმე წლის უკან ,როცა წალენჯიხაში ხელისუფლებას ქართული ოცნება წარმოადგენდა ,ახალ წლებზე თოვლი მოვიდა უხვად ,ჩქვალერში განსაკუთრებით ,2 იანვარს ძლივს ამოვაყოფინე თავები საცივიდან მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს იმდენჯერ დავურეკე ,ძლივს ვეღირსეთ ტრაქტორს ,გზები იყო ჩაკეტილი და ხეები წაქცეული ,მაშინაც დაზიანდა სახლების სახურავები ,მაგრამ მაშინ არც მერი, არც მისი მოადგილეები და არც საკრებულოს თავმჯდომარე მინახავს ჩვენთან ამოსული ,კარგია ,ახლა მაინც თუ მიხვდნენ საკუთარ ვალდებულებებს ხალხის მიმართ … ზოგი სხვის თვალში ბეწვს ხედავს ,როცა საკუთარ თვალში დირე აქვს ,აწუხებს და არ იმჩნევს …“
ეჰ, „ქოცებო“, ხომ ხედავთ, თქვენი შავი პიარი ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასე რომ, ჯობია, თევზივით პირში წყალი ჩაიგუბოთ და დადუმდეთ. თქვენთვის თამაში უკვე დამთავრებულია!
როგორც ჩანს, ქვეყანაში, ორი წალენჯიხაა, პირველი ფოტო, წალენჯიხიდან, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს ცა, კი, ბატონო, და ქართული ოცნება აცხადებს, რომ ადგილზე არიან, შემდეგ ფოტოებს კი ასევე წალენჯიხიდან, გამოცემა თაიმერი ავრცელებს, განსხვავებების პოვნა კი თქვენთვის მოგვინდვია.
როგორი ვითარება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – ჯვარის საინფორმაციო ცენტრი ჯვარის კეთილმოსწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს, მინდია ჯინჯოლავას ესაუბრა.
ჯინჯოლავას განცხადებით, სრულად აღდგენილია მოძრაობა ჯვარი-წალენჯიხისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით. მისივე თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა – ტენტი ურიგდება.
,,სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და ყველა ლოკაციაზე გადიან” -აცხადებს ჯინჯოლავა.