წალენჯიხის “ქართული ოცნების” ოფისის ტერიტორიიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

წალენჯიხაში თიბისი ბანკის “ექსპრეს ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ინფორმაცია “თაიმერს” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაწოდეს. ბანკომატი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალური ორგანიზაციის ოფისის წინ იდგა. “თაიმერის” ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ბანკომატი ჯერ სკვერში წაიღეს, შემდეგ კი გატეხეს. სავარაუდოდ წაღებულია 1900 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს. უწყების განცხადებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულიხმობს.ამ წუთებში კი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიანა მიქელაძე – ცესკო-ს თავმჯდომარე ანდრეი შევჩენკოს საკითხს შეისწავლის და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაშსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს