წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყმაყოფილებელია. ადგილზე მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
















