წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბაშის, მარტვილის , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, ( იმჟამად გუბერნატორი) ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ინიციატივით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 სკოლის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება დაახლოებით 2.3 მილიონი ლარია. ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. დასრულებული სამუშაოები ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 50-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა და 50-ზე მეტი სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწერელიას და გახარიას ინიციატივითვე გადაწყდა ჩხოროწყუს N1 საშუალო სკოლის ახალი პროექტი და მარტვილის N1 სკოლის სრული რეაბილიტაცია,ფოთის საზღვაო აკადემია გარდა ამისა, მოწერელიასვე ინიციატივით გაკეთდა საჩინოს, მუჟავას, ჭალე-ფახულანისა და ობუჯი-ჯიხაშკარის გზები . დ მოწესრიგდა საკუთარი ძალებით ინწრასთან მისასვლელი გზა , მოეწყი უსაფრთხოების ჯებირები ასევე, მოწერელიას და გახარიას ინიციატივით სენაკი-ფოთის ავტომაგისტრალზე მთავრდება გარე განათების მოწყობა რაც ამ მაღალი როსკის შემცველ გზაზე ღამით მოძრაობისთვის ფრიად მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება
შემდეგი სტატიაჰარცელი – რაც სააკაშვილის საქმეზე ვნახეთ, მიმაჩნია, რომ ომბუდსმენმა პოზიტიური წვლილი შეიტანა