წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ.

მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.

მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად (გრიგალი) ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: შეეგუეთ ყველა იმას, რომ ამ ქვეყნის შესახებ დღეს გადაწყვეტილებები მიიღება ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან და მომავალშიც ასე გაგრძელდება
შემდეგი სტატიაწალენჯიხის „ქოცებო“, პირში წყალი ჩაიგუბეთ – თქვენი დრო უკვე დამთავრებულია!