წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა

დღეს, 26 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, “ეროვნული მოძრაობის” წევრებმა და მოქალაქეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, ასევე აღევლინა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი. ყვავილებით იქნა შემკობილი ეროვნული თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი. ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყო, სადაც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. 2018-19 წლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით გაიმართა ფლეშმობი , ასევე დაჯილდოვდნენ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და სხვა პირებმა.

დღის ბოლოს კი წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში გაიმართა კონცერტი ( ბესიკ კალანდაძის, გურამ ჯაშისა და იუმორისტ ბიძინა მახარაძის) მონაწილეობით

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის გამო რუსთაველის გამზირზე 26 მაისის თაღი დაიშალა
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი: რუსეთი არ არის ერთმორწმუნე და მოძმე ერი