წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი აშენდა

2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, წალენჯხის რაიონის სოფელ ნაგურუში საბავშვო ბაღი აშენდა.  სოფელში  ბაღი საერთოდ არ არსებობდა, აქედან გამომდინარე, პატარებს დიდი მანძილის გავლა უწევდათ, რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა. დღეს კი, ნაგურუში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღია, რომელიც 40 ბავშვზეა გათვლილი. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 300 000 ლარს შეადგენდა, რომელიც გამოყოფილ იქნა ცენტრალური ბიუჯეტიდან. აღნიშნულ ბაღში შეტანილია ახალი ავეჯი და თანამედროვე სტანდარტების დონეზე გათვლილი ტექნიკა.
ამ დღეებში საბავშვო ბაღში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. შემოდგომის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღსაზრდელთა მშობლები და აღმზრდელები.

banner
წინა სტატიაში(Video) სოხუმში სუპერმარკეტი დაიწვა
შემდეგი სტატიასაედ დუდაევის პირველი ფოტო