წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.ამ ეტაპზე სრულდება მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები.4.232-კმ-იანი გზა სრულად რეაბილიტირდება.

შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.

აღნიშნულ სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით 2. 098 026 ლარით ფინანსდება.
პროექტი გარდამავალია და ის 2021 წელს დასრულდება.

banner
წინა სტატიაში“არა ბიძინა ივანიშვილს” – “ნაციონალური მოძრაობა” 18:00 საათზე თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს
შემდეგი სტატიაივერი მელაშვილის მეუღლეს იმედი აქვს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე კომისია შეიქმნება