წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხს მერის ბესიკ ფარცვანიას ინიციატივითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ქალაქ წალენჯიხაში,ზღვაიას დასახლებაში, ქალაქ ჯვარსა და ფოცხოში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით წალენჯიხის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშოებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : 23-24 მარტს ბერლინიდან და ათენიდან სპეცრეისით საქართველოში 300 მოქალაქე დაბრუნდა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა მაქსიმალური ასაკი არის -82, მინიმალური – 2 წელი