წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სოფლის ამბულატორიის ექიმები მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ. მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მერის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტარდება.

წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, თერმოსკრინინგი, რომელიც დღეს დაიწყო, მოიცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქის შემოწმებას. მისივე განმარტებით, ამ დროისათვის თერმოსკრინინგი ხუთასმა ადამიანმა გაიარა და მათ არანაირი გართულება არ აღენიშნებათ.

,,მუნიციპალიტეტის მერია როგორც საკუთარი შესაძლებლობებით, ასევე ბიზნესსექტორის დახმარებით აგრძელებს სხვადასხვვა სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის დახმარებას. რისთვისაც ბიზნეს სექტორს მინდა მადლობა გადავუხადო. წლენჯიხაში დღეს არსებული ვითარება არის დამაკმაყოფილებელი“ – განაცხადა წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაფოცხოეწერსა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ