წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გიორგი მებონიას სახელობის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
როგორც წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული განმარტავს, პროექტის მნიშვნელობას მისი მდებარეობაც განაპირობებს.
მისივე თქმით, აღნიშნული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 485 000 ლარია განკუთვნილი.
“წალენჯიხაში გიორგი მებონიას სახელობის მოედნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს,სადაც მოეწყობა სპეციალური უსაფრთხოების კუნძულები, განვათავსდება დეკორატიული სანათები, საგზაო ნიშნები და წყალსაწრეტები.
ეს იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის მოედანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან და მისი სახით კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატება წალენჯიხას”, – განაცხადა ივანე ბურდულმა.