წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე 520 ათასი ლარი დაიხარჯება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე 520 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი თანხა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში პრიორიტეტების მიხედვით შესრულდება. იგეგმება პანდუსების, სველი წერტიების, გათბობის სისტემების მოწყობა. პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, იგეგმება კარ-ფანჯრების გამოცვლა და წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია.
სიახლიდან გამომდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ. მერი და რესურსცენტრის უფროსი სკოლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

banner
წინა სტატიაში112-ის ევაკუატორები და პოლიცია ივანიშვილის რეზიდენციასთან
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა