წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ 34 საბავშვო ბაღებში 10 დღის მენიუს ორშაბათიდან დაარიგებენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ 34 საბავშვო ბაღებში 10 დღის მენიუს ორშაბათიდან დაარიგებენ- ამის შესახებ წალენჯიხის მერმა ბესო ფარცვანიამ განაცხადა.

“სწორედ ამ დროისთვის ვადგენთ მენიუს, რომ არ იყოს რაციონში მალფუჭებადი პროდუქტი. თუ მშობლები ვერ წაიღებენ საკვებს  ჩვენი მოხალისეთა ჯგუფი  პროდუქტს სახლებში მიუტანენ.  მოხალისეები იქნებიან აღჭურვილნი უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომით, დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით“,- გვითხრა ფარცვანიამ.

სულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 1000 აღსაზრდელი ირიცხება.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ
შემდეგი სტატიარუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით “ლელო” ინიციატივით გამოდის