წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლა შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნო.

კანთის საბაზისო სკოლის მოსწავლეებს სწავლა ხის ძველ შენობაში უწევდათ, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც ისინი სწავლას სხვადასხვა სკოლებში განაგრძობდნენ.
ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება საკუთარი სასწავლო ლაბორატორია და გარე სპორტული მოედანი.

შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 28 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მთლიანად განახლდა სველი წერტილები, საპირფარეშოები და მოეწყო პანდუსები.

სკოლის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და სამუშაოებს კომპანია „სტარი“- ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს