წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2008წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ათი წლის წინ 8 აგვისტოს რუსულ აგრესიას შეეწირნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულიდან ჯარისკაცი კობა ხარჩილავა და სამოქალაქო პირები ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულიდან-კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და სხვა პირებმა. 2008წლის აგვისტოს ომს სამეგრელო-ზემო სვანეთიდან 37 ადამიანი შეეწირა.

banner
წინა სტატიაში„ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვისთვის” 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა