წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოთხი ახალი საჯარო სკოლა ექნება

წალენჯიხაში საგანმანათლებლო ინფრატსტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს ოთხი ახალი საჯარო სკოლა ექნება. მეოთხე საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი ერთი კვირის წინ დაიწყო. არსებული სკოლა წლების მანძოლზე ამორტიზირებული იყო და მოსწავლეებს განათლების მიღება არასათანადო გარემოში უწევდათ. მე-4 საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. ახალი სკოლების მშენებლობა აქტიურად ფაზაშია სოფელ ეწერში და სოფელ ნაკიფუს ლეჯას უბანში, ახალი სკოლის მშენებლობა თვის ბოლომდე დაიწყება სოფელ კანთშიც. ახალი სკოლები თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, სკოლებს ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ღია სპორტული მოედანი. შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე
შემდეგი სტატიათერჯოლაში სპორტსასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს