წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ლაშა ჭანია დღეიდან ვიცე-მერის თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა. პროფესიით ეკონომისტ–მათემატიკოსი, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, დღეიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვა რანგში შეუდგება მუშაობას.
აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ “თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაუდასტურა.