წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტყის მასივი იწვის

ამ წუთებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკალანდიოს უბანში ტყის მასივი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 5 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და შემდეგ ტყის მასივზე გავრცელდა.

ტერიტორია, სადაც ხანძარია რთულად მისასვლელია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ასევე ჯერ ცნობილი არ არის, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

 

ამ წუთებში  ჭალე, ფახულანსა და ნაკიფუში ცეცხლის კერები გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს
შემდეგი სტატიაპროფესიული გადამზადების პროგრამა – „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო