წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი არქიტექტურული მონუმენტის – ,,წალენჯიხა- თავისუფლი ადამიანი’’,საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის მიზნით გამოცხადდა კონკურსი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი არქიტექტურული მონუმენტის – ,,წალენჯიხა- თავისუფლი ადამიანი’’,საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის მიზნით გამოცხადდა კონკურსი.

კონკურსში გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება სამუშაოების შესასრულებლად.

მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი ფულადი პრიზით-1200 ლარით დასაჩუქრდება, ხოლო მესამე ადგილზე გასული საჩუქრად -800 ლარს მიიღებს.

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 30 ( ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა (იდეის ავტორმა)უნდა უზრუნველყოს საკონკურსო წინადადების წარმოდგენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: საქართველო, წალენჯიხა , სალიას №5, ან/და ელექტრონულ ფორმატში, ელ. ფოსტა: tsalenjikhismeria@gmail.com

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლი და პოპ-ჯგუფი გამორჩEUლი საბერძნეთში კონცერტს გამართავს