წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფოცხოეწერში, ფახულანსა და ლიაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და „USAID ZRDA“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 240 მ2 სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა დევნილი მეწარმეების ხედვები მოისმინეს, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და მისი შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. პროექტის ბენეფიციარები „USAID“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდებიან.

banner
წინა სტატიაშიელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი დაუმძიმდა
შემდეგი სტატიართული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებაზე შეზღუდვები დაწესდა