16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში სამაშველო სამსახური ეძებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში სამაშველო სამსახური ეძებს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე წყალი მოულოდნელად და დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებისგან ვეღარ გამოვიდა და წყალმა გაიტაცა.

ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია.

„თაიმერი“ დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშინიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია: მე საქართველოს ნგრევაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ მგონია, რომ მე არც აფხაზებთან მაქვს ბოდიში მოსახდელი და არც ოსებთან
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ტყის ხანძრების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს