წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდებს.

ლეჯოლოხეს უბანში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც “თაიმერთან” წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აცხადებს, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო მანქანა და ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს.

ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

 

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი – აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს
შემდეგი სტატიაიუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატი – პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ – ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს?