წალენჯიხის სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტომობილი 5 წლის ბავშვს დაეჯახა. მამაკაცი შვილთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა. დაშავებულს შუბლისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.მედიკოსების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიხატია სიჭინავა: საქართველოს მთავრობა რას მაიმუნობთ თქვე საცოდავებო ?!
შემდეგი სტატიაკახა ძაგანია: “პატრიოტთა ალიანსმა” ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა