წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2020 20:05

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

მნიშვნელოვანი

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სხვა სტატიები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების მიმდებარე უბნის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წალენჯიხის სერვისცენტრის მენეჯერი ირაკლი კონჯარია მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მათი თქმით, გამოცხადებული ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება აღნიშნული პროექტის განხორციელება, რის შემდეგაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 24- საათიანი წყალმომარაგებით.
ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს.

დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების წარდგენა მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა დაასრულოს.

სამუშაოების ფარგლებში ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება სრულიად ახლით, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, რომელიც დაახლოებით 80 ოჯახს განახლებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება და მათ 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 520 000 ლარზე მეტი მოხმარდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2020 20:05