წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის 1000 წლის იუბილეს აღნიშნავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის 1000 წლის იუბილეს აღნიშნავს.

წალენჯიხის არსებობის მანძილზე ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააცნობს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ისტორიას, წარსულს და საუბარი იქნება ასევე ტაძრის აწმყოსა და მომავალზე.

იდეის ავტორი წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავაა. როგორც თავად ამბობს, იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიბადა და პირველი, ვისაც ეს უამბო, იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე. იმ დროისათვის, გარკვეულ მიზეზთა გამო, ღონისძიების დაგეგმვა ვერ მოხერხდა.


იდეის დაბადებიდან 15 წლის შემდეგ, 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის 1000 წლის იუბილე გაიმართება.

 

15 წლის შემდეგაც იდეის ავტორმა მეუფე გერასიმესაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და დეკანოზი ილია სარია ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს წალენჯიხის ეკლესიის, ქართული ისტორიისა და ხელოვნების, გლობალური მასშტაბით პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, პრეზენტაციები. გამოიცემა წიგნი, რომელიც მოგვითხრობს წალენჯიხის საკათედრო ტაძრის ისტორიას. მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით და მომზადდება სამეცნიერო, თუ შემოქმედებითი სტატიები.

საზოგადოების ყველა სფერო გაერთიანდება, რათა წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარი მთელი სიცხადითა და მომხიბვლელობით წარმოჩნდეს და კიდევ ერთხელ განისაზღვროს მისი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბორელი: ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როცა პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: NATO-ს სამიტის განცხადებები, შეწყვეტილი დახმარება – სერიოზული საფრთხეა