წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 8 საბავშვო ბაღი 80 000 ლარით დაფინანსთა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (usaid) დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 8 საბავშვო ბაღი დაფინანსდა 80 000 ლარით.
2018 წლის 16 იანვარს, ქ. თბილისში, დევნილთა სამინისტროში გაიმართა დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე. ამ ღონისძიებაზე მიწვეული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი  ნატო კვარაცხელია, რომელსაც პატივი ერგო სიტყვით გამოსულიყო. მან მადლობა გადაუხადა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებს, სააგენტოს დირექტორს  ირაკლი უჯმაჯურიძეს იმ გულუხვი საჩუქრებისთვის, რაც გაიღო ჩვენი მუნიციპალიტეტის პატარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გიორგანაშვილი – ჩემი ბრალდება აბსურდულია – მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას
შემდეგი სტატიამოსამართლემ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასჯელის სახით სანქციის მინიმუმი გამოიყენა