წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 34 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 34 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო,სადაც 1400-მდე აღსაზრდელია.

დღესვე საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ წალენჯიხის #4 ( მაზანდარას) საბავშვო ბაღი. სწავლის დაწყება პატარებს და აღმზრდელ მასწავლებლებს მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე მაია მიქავამ, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის უფროსმა ნატო კვარაცხელიამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაიამ.

საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. გაიხსნა ახალი ჯგუფები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად პატარებს განსხვავებული და გაცილებით მრავალფეროვანი მენიუც ექნებათ. 2013 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და 28 რეაბილიტირდა

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა
შემდეგი სტატიასაქსტატის მონაცემებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 377 ლარია