წალენჯიხის მისახლეობა ბუნებრივი გაზით ისარგებლებს

უახლოეს დღეებში ქალაქ წალენჯიხაში, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად დარეგისტრირებულ აბონენტებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ.
დღეს კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი რეგისტრირებული აბონენტის ოჯახში გაზგამანაწილებელი სისტემა დაამონტაჟეს.
სამუშაო პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნენ.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელს ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური. 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს გაზი არასდროს ჰქონია, მოსახლეობას მხოლოდ გაზგასამართი სადგურებიდან შეეძლოთ გაზის ავზებით ესარგებლა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3- წლიანი გეგმის ფარგლებში 13 ადმინისტრაციული ერთეული გაზიფიცირდება. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევის მიზნით შემცირდა აბონენტად რეგისტრაციის საფასური, რაც 400 ლარს შეადგენს (განვადების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი შეადგენს 25 ლარს.) შპს “SOCAR- GEORGIA“ გაზის წარმომადგენლების თქმით, ბუნებრივი გაზის აბონენტები ამ თანხას გადაიხდიან ეტაპობრივად – განვადებით, 16 თვის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა