წალენჯიხის მეურნეობის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

წალენჯიხის მეურნეობის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 1991 წელს დაბადებული მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, ავარიისას დაშავდა მოტოციკლის მძღოლთან ერთად მყოფი მგზავრი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება – გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება