წალენჯიხის მერს, ბესიკ ფარცვანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

წალენჯიხის მერს ბესიკ ფარცვანიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “თაიმერს” მერმა თავად დაუდასტურა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 832 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაბადრი ესებუას მშლობლები გამოკითხვაზე შეიყვანეს (ვიდეო)