წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მშობლიურ მუნიციპალიტეტში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მის ხსოვნას ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად პატივი მიაგეს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

სამოქალაქო პანაშვიდი მერიის წინ გაიმართა.

გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, საკუთარ სახლში, ჯანმრთელობის უეცარი გართულების შედეგად გარდაიცვალა. გია ხარჩილავა 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელიც მერი გახდა.

banner
წინა სტატიაშიგრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა