წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს

“მცირე(როგორც ჩანს,საჭირო) განმარტება
საჯაროობისგან თავშეკავების მერე:
მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა,რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით.
დღეს გამწერეს კლინიკიდან.ვარ ბინაზე,პოსტოპერაციულ მართვაზე.
მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან,ვანოსთან და თამარისთან,ადმინისტრაციასთან-ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში,რამდენადაც ჯანმრთელობის რეგლამენტი ᲛᲐძლევდა შესაძლებლობას.გულწრფელად მაწუხებს,რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში,რაც თქვენ დამავალეთ,ძვირფასო წალენჯიხელებო!
კიდევ ცოტა დრო დამჭირდება!
მადლობა!” – წერს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი – ენტონი ბლინკენის ვიზიტის შემდეგ ბაიდენის კომენტარი სრულიად გაუგებარი იყო, თუმცა ეს მათი საქმეა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს