20.6 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 12, 2026
banner

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის გუმბათზე ეროვნული სააგენტო ჩაატარებს კვლევას და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუასთან და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მღვდელმსახურ მამა ილია სარიასთან ერთად გაეცნო.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის გუმბათზე გასულ წელს მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ტაძარი კვლავ რჩება გამოწვევების წინაშე.
ტაძარში პრობლემების აღმოსაფხვრელად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს კვლევას და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: პატიმრის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განახორციელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და მასვე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზე ან ყველა უნდა გავიდეთ, ან არავინ